დეპუტატი ქობულეთიდან, რომელსაც ხმა ჯერ არ ამოუღია - ზაალ მიქელაძე 0 ინიციატივით

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტში, მდუმარე დეპუტატების სიაში მოხვდა. ზაალ მიქელაძე, ერთ-ერთია, იმ კანონმდებლებს შორის, რომლებსაც, გასულ წელს, მიკროფონი არცერთხელ ჩაურთავს. ეს იმას ნიშნავს, რომ  საკუთარი მოსაზრება დეპუტატს, საჯაროდ არცერთხელ დაუფიქსირებია და სიტყვით გამოსვლის უფლებით, პარლამენტში არასოდეს უსარგებლია. პარლამენტარების აქტივობა, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ შეისწავლა. ზაალ მიქელაძე შეფასებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ სხდომათა დარბაზში შოუს არ დგამს, ეს არ ნიშნავს, რომ არ მუშაობს. 

მეტის ნახვა