დისკომფორტი რუსებს - ახალგაზრდებმა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის პერფორმანსი მოაწყეს

ახალგაზრდებმა ბათუმის აეროპორტში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. პერფორმანსი ჩვენს ქალაქში ჩამოფრენილ, რუსებს მოუწყეს. შეკრებილებმა ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მსგავსი ტიპის აქტივობები კამპანიის, „იცოდე ვინ არის მტერი“  ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

სტუდენტებმა, რუსებს დისკომფორტი გუშინ, ბათუმის ბულვარის თითქმის მთელ პერიმეტრზე შეუქმნეს. ისინი ხმის გამაძლიერებლით, უკრაინისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე მოძრაობდნენ.

მეტის ნახვა