ხელისუფლებამ, აჭარაში, რეპრესიების განხორციელება გადაწყვიტა - ოპოზიცია

ხელისუფლებამ, აჭარაში, რეპრესიების განხორციელება გადაწყვიტა, - ამ განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებენ. ოპოზიციის შეფასებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება, წულუკიძეების, ჭელიძეების, ანთაძის და სხვების დაკავებაც ამ გეგმის ნაწილია.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 7 მაისს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ ადამიანთა უმრავლესობა, საკრებულოს და უმაღლესი საბჭოს წევრები იყვნენ. ფაქტს, ისინი, პოლიტიკური დევნით მოტივირებულს უწოდებენ.

ენმ-ში ამბობენ, რომ იგეგმება, კამერების ჩანაწერების განადგურება. 

მეტის ნახვა