ახალი ამბები • 1756410394
კობახიძე: არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელში, ზოგი ბერლინში, როცა ვამბობთ, რომ უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ...

სს
"არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ამ დროს ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. მერე რომ ვამბობთ, რომ უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ.
თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანი. ვის ინტერესებს ეყრდნობიან, ვის მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში, ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ, არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტსა და დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს წააგებ.
საინტერესო არ არის, ბოლოს გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც არ განხორციელდა. საინტერესო არ არის, ჯო უილსონი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, შესაბამისად მათი ერთმანეთთან შეხვედრა, შიდაპარტიული შეხვედრა იყო, რომელიც, შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.

1756113571