"კუნძულის" მშენებლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ დავის საგანია - რა თქვეს ბათუმის საკრებულოზე?

ე.წ. “პალმის მსგავსი კუნძულის“ მშენებლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ დავის საგანია. ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მიზეზი მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გასხვისება გახდა. ადგილი პასუხისმგებელ კომპანიას 5 წლის ვადით უნდა გადასცენ.

ოპოზიციონერებმა განსახილველ საკითხს მხარი არ დაუჭირეს, რადგან პროექტის განხორციელების არ სჯერათ. ხელისუფლების ოპონენტებს პრეტენზიები ჰქონდათ ბათუმის მერთანაც, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა. მათი შეფასებით, არჩილ ჩიქოვანის მსგავსი ქმედება სისტემის უპატივცემულობაა.

მეტის ნახვა