მერები არაფორმალურ გარემოში

სიმღერის ხასიათზე, ქედის მერი წინასაახალწლო განწყობამ და პირველმა თოვლმა დააყენა. როლანდ ბერიძემ, სამსახურში არსებული წესიც დაარღვია და ჩვენთან ერთად,  ერთი ჭიქა,  ვისკიც მიირთვა. აღნიშნა, რომ ქართულ  ტრადიციულ  სუფრებზე ხშირად თამადობს.

ვიცე მერობიდან,  მერობამდე - როლანდ ბერიძე ყვება, რომ 2021-მა წელმა  მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანა.

ქედის მერს სამსახურში ყველა  სერიოზულსა და მომთხოვნს იცნობს, თუმცა, ამბობს, რომ წითელი ხაზები სახლში წაშლილი აქვს.

სამსახურსა და სახლში საკუთარ თავს რადიკალურ ცვლილებებს ვერ ამჩნევს შუახევის მერი. ვიდრე მერი გახდებოდა, ომარ ტაკიძე, მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა. ამბობს, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე მობილურის ზარებსა და პრობლემების სათავეში დგომას შეჩვეულია.

გადატვირთული რეჟიმის  გამო,  ოჯახთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებს. მონატრებული მარიამი მამას, ხშირად, სამსახურში სტუმრობს.

ომარ ტაკიძე საახალწლო სამზადისში მონაწილეობას ხშირად იღებს. ყვება, რომ ოჯახური ფუსფუსი და საქმეებში დახმარება მისთვის ერთგვარი განტვირთვაცაა.

ვახტანგ ბერიძისთვის 2021 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად, ხულოელებმა, იგი, უკვე მეორე ვადით აირჩიეს. ამასთან ერთად, გახდა, სამგზის ბაბუა.

ვახტანგ ბერიძე, ახალ წელს, წლებია მაღალმთიან მუნციპალიტეტში მოქალააქეებთან ერთად ხვდება. დღესასწაული ბავშვობიდან ახარებს და ცდილობს ხალხის განწყობაზე მუდმვად იზრუნოს. უყვარს ფოტოების გადაღებაც.

ხულოს მერი ხშირად სეირნობს მუნიციპალიტეტში.  ასე ხალხის პრობლემებსაც მარტივად იგებს. აქვს საკუთარი საახალწლო ტრადიციებიც.

იმის გამო, რომ გადატვირთული გრაფიკი აქვს, ოჯახთან ურთიერთობის სიმცირეს განიცდის ხელვაჩაურის მერი. ზაზა დიასამიძე ამბობს, რომ წარსულში ახალ წელს მუდმივად ოჯახში ხვდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში კი, ამას ვეღარ ახერხებს.

ზაზა დიასამიძე ამბობს, რომ სიმკაცრეს და დისციპლინას კაბინეტში ტოვებს, შვილებთან კი, თანატოლი ხდება. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ქალიშვილთან, გვიყვება, რომ იგი ერთადერთია, ვინც ახერხებს საკუთარ ჭკუაზე ატაროს.

ოჯახს საახალწო სამზადისში ვერ ეხმარება. თუმცა ახერხებს, რომ საჩუქრები თავად აარჩიოს და თითოეული მათგანი გაანებივროს.

ახალი წლის ჯადოსნურობის სჯერა ქობულეთის მერს. დროის სიმცირის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, ლევან ზოიძე. ოჯახთან ურთიერთობას, მაინც, დიდი დოზით ახრეხებს. ხშირად, შვილთან ერთად სეირნობს და ცდილობს პატარა სესილის სურვილები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.

კაბინეტისგან  განსხვავებით, ახლადარჩეული  მერი, საზოგადოებაში საკმაოდ კომუნიკაბელური აღმოჩნდა.

მეუღლე ლანა დანელია  გვიყვება, რომ თბილი და ყურადღებიანი ქმარი, მნიშვნელოვან თარიღებს არასდროს ივიწყებს და არც სიურპრიზების მოწყობაისთვის  იშურებს ენერგიას.

ალბათ ყველასთვის საინტერესოა, როგორია კაბინეტს მიღმა, ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტი- ბათუმის მერი. არჩილ ჩიქოვანსა და მის ოჯახთან ერთად,  ქალაქის ნაძვისხის გარშემო გავისეირნეთ. გვარწმუნებს, რომ საოჯახო საქმეებში აქტიურადაა ჩართული. ამბობს, რომ განსაკუთრებით კარგად ეხერხება, ხორცისა და თევზის მომზადება. ერთმანეთისგან კარგად არჩევს მწვანილსაც.

მეუღლისთვის, არჩილ ჩიქოვანი, დაუვიწყარი სიურპრიზების ავტორია. მარიკა დავითაძე ამბობს, რომ ბათყუმის მერი სხვებს ანებივრებს, თუმცა, თავად მოულოდნელობები არ სიამოვნებს.

როგორც ყველა მუნციიპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანიც, საინტერესო და მრავალფეროვან წელს გვპირდება. 

მეტის ნახვა