მხარდაჭერა მეგობარ სახელმწიფოს - საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. დეპუტატები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ოპონენტები უმრავლესობას მოუწოდებენ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღონ და ვიზიტით კიევში ჩავიდნენ. საქართველოს მთავრობას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები უკრაინის საკითხზე პასიურობის გამო აკრიტიკებენ.

გუშინ, 23 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მხოლოდ, Twitter-ზე დაწერა. რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს. 

მეტის ნახვა