რატომ გაუქმდა ნატოს გენერალური მდივნისა და პრემიერის შეხვედრა? - განმარტება პარლამენტიდან

სტოლტენბერგი ღარიბაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დაგეგმილი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისში. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დღეს ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, ყველა სხვა შეხვედრა გაუქმდა“, - განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ „არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს“.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში აისახა.

იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში დღეს ფინეთისა და შვედეთის ელჩები მიიღო. სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთეს.

მეტის ნახვა