რუსეთი ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის - პუტინის მიმართვა დასავლეთს

პუტინ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინასთან კრიზისის შესახებ ისაუბრა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა  განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის ღიაა, თუმცა საინტერესოა, თუ რას ნიშნავს პუტინისთვის "გულწრფელი და პირდაპირი"?!

ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებს ქმნის არსებული გამოწვევები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან „სამშობლოს დაცვის დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

უნდა ითქვას, რომ 22 წლიანი მმართველობის თავზე პუტინის თაოსნობით მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთანაც, მოახერხა ომის წამოწყება. კრემლის სცენარი ამჯერადაც მეორდება - რუსეთი ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის - მაგრამ პუტინი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიურად გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას", - დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის მზად არის „პირდაპირი და გულწრფელი“ დიალოგისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მისთვის უპირობოა. 

მეტის ნახვა