შექება მტრისგან - როგორ აღიქვა საზოგადოებამ ლავროვის განცხადება

უკრაინაში ომია, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სერგეი ლავროვი კი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას აქებს. ქართველებს ევროპელობა სურთ, რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრი კი, „ქართულ ოცნებას“ საქციელს უწონებს. რას ნიშანავს ქვეყნისთვის მტრისგან შექება? მოქალაქეები თეო ფუტკარაძემ გამოკითხა.

ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრის სიტყვების სანდოობას ბათუმის ქუჩებში გამოკითხულები ეჭვქვეშ აყენებენ. ხალხის ნაწილს სერგეი ლავროვის გულწრფელობის არ სჯერა. უფრო მეტიც, მოქალაქეებს, კრემლის პირფერობის საჩვენებლად, გორში არსებული სიტუაცია მოჰყავთ.

ლავროვი საქართველოს მთავრობას აქებს, ქართველებს კი არ დავიწყებიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, სწორედ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული და აგრესორის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. რას უნდა ნიშნავდეს, როცა მტერი გაქებს? ამაზე ზუსტი პასუხი მოქალაქეებს არ აქვთ, თუმცა, დანამდვილებით იციან, რომ ეს სულაც არაა სასიხარულო. 

მოქალაქეების აზრით,  ლავროვის ბოლო განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს, ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვას.  ოკუპანტი ქვეყნის გავლენიანი ფიგურა ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოზე ზეწოლას ახდენს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აგრესორს პროცესების სათავისოდ მართვაში ხელს უწყობს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს აზარალებს.

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის რაც ახალა ხდება, მდუმარე საზოგადოების ბრალია. მათი თქმით, კავშირები რომელზეც ლავროვი საუბრობს,  მხოლოდ, ტურიზმსა და სავაჭრო ურთიერთობებს არ გულისხმობს. შიშობენ, რომ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მტერი ჩვენს ქვეყანას,  არა ევროპად, არამედ კრემლის გარეუბნად თვლის.

რას ნიშნავს როცა მტერი გაქებს? - საკითხზე მოქალაქეების პასუხი ერთგვაროვანია. რუსეთი გასული საუკუნეებიდან ცდილობს საქართველოს დაეპატრონოს და არ მისცეს საშუალება იყოს სუვერენული სახელმწიფო. ქართველებს სურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და ოკუპანტზე არასდროს იყოს დამოკიდებული. ქართველებთან ერთად მეგობარი უკრაინის მოქალაქეებიც ხმამაღლა ამბობენ, რომ ...

მეტის ნახვა