სპეცოპერაციით სახელით დაწყებული ომი - მოვლენათა ქრონოლოგია

სპეცოპერაციის სახელით დაწყებული ომი უკრაინაში. კრემლს გეგმები, მოქმედებაში მოჰყავს. დაანონსებულმა, დასავლეთის სანქციებმა მოსკოვი ვერ შეაშინა და უკრაინაში ქალაქების დაბომბვა დაიწყო. პარალელურად პუტინი საერთაშორისო საზოგადოებას ემუქრება. დგას თუ არა სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. კიევი, ხარკოვი ოდესა - უკრაინის დიდ ქალაქებში სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმის.

24 თებერვალი, დილის 5 საათი. (სინერების ხმა) რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები პუტინის ბრძანებით, დილიდანვე დაიწყო.

„გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში. 

კიევი, ლუჰანსკი, სუმი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი - ეს უკრაინის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებია, რომლებიც რუსეთის საჰაერო თავდასხმის გავლენის ქვეშ მოექცნენ.როგორც, უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იტყობინება, კრემლის თავდასხმა რუსეთის, ბელარუსის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ერთდროულად მოხდა.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, არსებული მძიმე ვითარების გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე საომარო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც გენშტაბი იუწყება რუსეთი თავს ესხმის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და აეროდრომებს. მათივე ცნობით, დნეპროპეტროვსკისა და ვინიცის ოლქებში სამხედრო საწყობებში ხანძარია. ხანძარია ასევე კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში. უწყების ცნობითვე,  ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ორი სოფელი დაიკავეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. 

მიუხედავად დანაკლისისა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების ტელეგრამის გვერდზეა ნათქვამი.

„დღეს, 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთში ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, ასევე მიიტანეს სარაკეტო - დაბომბვითი იერიშები აეროდრომებზე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში. ისინი ასევე თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ობიექტებს. ამასთანავე, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტია, რომ ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, დღეს, უკრაინაში მეორდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში.

მეტის ნახვა