უკრაინა ომის ზღვარზე - პოლიტიკური შეფასებები

იდენტური საფრთხეები, იდენტური გამოწვევები, ასევე იდენტური  ფასეულობები და განსხვავებული დამოკიდებულება ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მაშინ, როცა უკრაინას, რეგიონში ყველაზე მეტად საქართველოს მხარდაჭერა ეიმედება, ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლება დუმს. მხოლოდ გუშინ და მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი, დავით ზალკანიანი, ისიც, სოციალურ ქსელ ტვიტერში შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას. საქართველოს მთავრობიდან, ჯერ არავინ გამოსულა და მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მისამართით, მკაფიო მხარდაჭერა საჯაროდ არ დაუფიქსირებია. ეს კი მაშინ, როცა, გასული საუკუნის 90-ნი წლებიდან მოყოლებუილი, ჩვენთვის დახმარების ხელი არაერთელ გამუწვდია. განსაკუთრებით კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისას, როცა, უკრაინელები ჩვენი გულისთვის რუსეთის წინააღმდეგ მართავდნენ აქციებს და ყველა გზით გამოხატავდნენ მკაფიო მხარდაჭერას.

ეს კადრები, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. უკრაინის პრეზიდენტმა -  ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოში ვიზიტი, საოკუპაციო ხაზიდან, ენგურის ხიდიდან დაიწყო. ეს იყო მეგობარი ქვეყნის მთავარსარდლის ჟესტი, როგორ არ ეგუება ოკუპაციას, მათ შორის საქართველოში. ეს იყო, საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერის ყველაზე მკაფიო მაგალითი. ახლა კი, როცა უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება, საქართველოს ხელისუფლების ხმა არ ისმის. პირველი განცხადება, მხოლოდ, გუშინ ვნახეთ და ისიც ტვიტერზე.

ახლა დუმილი ყველაზე დიდი შეცდომაა. - ოპოზიციაში ყველა ამ აზრზეა. ხელისუფლების კრიტიკასაც არავინ ერიდება. ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში, სწორი ანალიზი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ ეს მხოლოდ, უკრაინა-რუსეთს ომის საფრთხე არაა. პარტიაში „საქართველისთვის“ ამბობენ, რომ ამ სიჩუმით, ხელისუფება ამტკიცებს, რომ პროდასავლური კურსი მხოლოდ მოჩვენებითად აქვს.

ეს არის მოთმინების სტრატეგიული პოლიტიკის სახელით შენიღბული კურსი და ორიენტაცია - აცხადებენ პარტიაში - „ლელო საქართველოსთვის“. ოპონენტები განმარატავენ, რომ თუ კი ეს შეფასება არასწორია, სწორედ, ახლა აქვს ოცნების ხელისუფლებას შანსი საპირისპირო დაამტკიცოს. ვაჟა დარჩიას თქმით, წინააღმდეგ შემთვევაში, ხელისუფლების დუმილი, კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, თუ როგორ აუფასურებს „ქართული ოცნება“ 2008 წლის ბუქარესტის მონაპვარს.

ოცნების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ლოგიკა, რომ ხმამაღალი განცხადებებით რუსეთი გაღიზიანდება და იერიშს საქართველოზეც მიიტანს, უგუნურებაა.

რატომაა ჩუმად საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა ფაქტია, რომ ეს არაა, მხოლოდ, უკრაინის ომი რუსეთთან და რომ ეს საქართველოს გადარჩენის შანსიცაა - კითხვით მმართველ გუნდსაც მივმართეთ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ ზალკანიანის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადება მთლიანი გუნდის პოზიციაა და ეს სრულიად საკმარისია.

„ქართულ ოცნებაში“ მეორე განცხადება, დღის ბოლოს გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მზად არის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩაერთოს. რეზოლუციიის პროექტი კი, რამდენიმე კვირის წინ, საკანონმდებლო ორგანოს პარტია “საქართველოსთვის“ წევრებმა წარუდგინეს.

მეტის ნახვა