ახალი ამბები • 1713854122
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
რელიგია
1652341148
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 12 მაისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა.
საეკლესიო სწავლების თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.
12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა
1711347478
ქმარმა ცოლი დაჭრა
1711015419
კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა
1710332573
მეტის ნახვა