ახალი ამბები • 1713892399
სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში "ყველა ცოდვას განწმენდს" - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" დაღუპული ადამიანები თავს მსხვერპლად სწირავენ და ამით "ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან".
პატრიარქი ქადაგებისას კრემლის რიტორიკას აგრძელებს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ძმათა ომს უწოდებს.
"ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ბევრი ადამიანი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესია ლოცულობს იმაზე, რომ ეს დაპირისპირება რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში. ამავდროულად, ეკლესია აცნობიერებს, რომ თუ ვინმე, მოვალეობის გრძნობით გამსჭვალული, ვინც ფიცის შესრულების აუცილებლობაზე ფიქრობს და ამ ფიცს ასრულებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას კვდება, მაშინ მისი ქმედება მსხვერპლის ტოლფასია. ის წირავს თავს სხვებისთვის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა", - თქვა პატრიარქმა კირილმა.
შეგახსენებთ, 8 ივლისს, კანადამ რუს პროპაგანდისტებს, მათ შორის პატრიარქ კირილს, სანქციები დაუწესა. პატრიარქი კირილის წინააღმდეგ სანქციები ივნისში დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.
1711347478
1711015419
1710332573