ანგარიში 4-1 - "დინამო ბათუმმა" თბილისის "დინამო" დაამარცხა

"დინამო ბათუმსა" და თბილისის "დინამოს შორის დღეს გამართული მატჩი "დინამო ბათუმის" დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.

თბილისური კლუბი, მთავარ კონკურენტს, ეროვნულ ლიგაში უკვე 9 ქულით ჩამორჩება.

საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურის მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართა. მატჩი 21:00 საათზე დაიწყო.

დღესვე, მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელია გააცილეს. „დინამო ბათუმში“ ცოტა ხნის წინ გადმოსული მოთამაშე საფეხბურთო კარიერას იტალიაში, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლში“ გააგრძელებს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე კვარაცხელია რუსულ კლუბ „რუბინში“ თამაშობდა.

მეტის ნახვა