ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ჩერლიდინგში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ჩერლიდინგში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრზე ჩერლიდინგის სხვადასხვა მიმართულება იყო წარდგენილი. გათამაშდა საპრიზო ადგილები სოლო, დუეტებსა და ჯგუფურ გუნდებს შორის. ჯგუფურ გამოსვლებში, ოქრო აჭარის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

ჩემპიონატი აჭარაში მეორედ ჩატარდა, მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩერლიდინგი სათავეს გასული საუკუნეში შეერთებულ შტატებში იღებს.

იგი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და სანახაობრივი სახეობაა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტითაა აღიარებული.

მეტის ნახვა