ბათუმში, სკოლის მოსწავლეებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას, სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

პირველ, მერვე და სკოლა „ნიკეს“ შორის პირველობა, პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. მოზარდებს შორის სპორტული შეხვედრა ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით შედგა.

მეტის ნახვა