დღეს, "დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება

დინამო ბათუმი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე ბრატისლავას საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“ იქნება.მატჩი დღეს, სლოვაკეთში, საქართველოს დროით 22:30 გაიმართება.

ბათუმელი ფეხბურთელები სლოვაკეთში უკვე გაემგზავრნენ. ისტორიაში პირველად დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონია, შესაბამისად პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გულშემატკივრებს, დღევანდელი თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვა, ბათუმის საფეხბურთო არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე  შეეძლებათ.

მეტის ნახვა