დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" დაუპირისპირდება

სპორტი

დღეს იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 20 ქულით „ატალანტასთან“ და „მილანთან“ ერთად სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს იყოფს, თუმცა „მილანს“ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება „კრემონეზეს“, ლოჩოშვილის გუნდი მე-19 ადგილზეა, მათი მონაგარი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 ქულაა.

მატჩი კრემონაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მეტის ნახვა