საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

რაგბი

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ქართველმა მორაგბეებმა „რუსთავი არენაზე“ გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის გუნდი 34-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოიგეს.

მასპინძლებს შორის ორი ლელო ლუკა ხორბალაძემ დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი მიხეილ ხახუბიამ, ლუკა ცირეკიძემ და ლადო ტყაბლაძემ აიღეს.

ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.

მეტის ნახვა