საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ მონტესილვანოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურნირზე პირველი ოქრო 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად ჭოჭუამ მოიპოვა. ასპარეზობის ბოლო დღეს კი ევროპის ჩემპიონი 75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივე გიორგი ნატროშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლებს კი ლევან დემუროვი (54 კგ.) და სამველ კაზარიანი (80 კგ.) დაეუფლნენ.

მეტის ნახვა