როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

მზე ამინდი

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

NCDC-ის ინფორმაციით, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს:

  • თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
  • ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
  • გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
  • დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.
მეტის ნახვა