როგორ გავიქროთ ხახვის, თევზისა და ნივრის სუნი - ხელის დაბანის რამდენიმე მეთოდი

ნიორი

საჭმლის მომზადების დროს, სამზარეულოში სასიამოვნო სუნი ტრიალებს, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, რომ შემწვარი ხახვის სუნი ჩვენც აგვდიოდეს. დიასახლისები წვალობენ, რომ ხელიდან თევზის, ხახვის და ნივრის უსიამოვნო სუნი მოიშორონ.

საბედნიეროდ, უსიამოვნო სუნის მოშორების რამდენიმე მარტივი მეთოდი არსებობს.

ლიმონის წვენი

განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, როცა ხელზე თევზის სუნი გაქვთ. გაჭერით ლიმონი შუაზე და გაიწმინდეთ ხელები კარგად. შემდეგ წყლით დაიბანეთ.

ყავის მარცვლები

ეს მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესოა. გაიწმინდეთ ხელები ყავის მარცვლებით, ან დაფქული ყავით. შემდეგ საპნით დაიბანეთ.

საკვები სოდა

დაიყარეთ ხელზე ერთი ჩ/კ სოდა, გაიხეხეთ ხელები, შემდეგ კი დაიბანეთ.

კბილის პასტა

დაიბანეთ ხელები მენთოლიანი კბილის პასტით, შემდეგ კი საპონი გადაისვით.

ცივი წყალი

თუ არც ერთი ზემოთ ხსენებული მეთოდი არ მოგეწონათ, ხელები რამდენჯერმე ცივი წყლით დაიბანეთ.

ოხრახუში

თუ ოხრახუშს დაღეჭავთ, პირიდან ნივრის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლდებით

მარილი

გაიხეხეთ მსხვილი მარილით ხელები, შემდეგ საპნით ჩამოიბანეთ.

ზეითუნის ზეთი

სანამ ხახვს და ნიორს დაჭრით, ხელები ზეითუნის ზეთიანი ბამბით გაიწმინდეთ.

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა