აჭარა უნგრელ ჟურნალისტებს მასპინძლობს - რეპორტიორები რეგიონზე სტატიებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას განაგრძობს. უწყებამ, ამჯერად, უნგრელ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რომლებიც აჭარის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

პეტრასა და გონიოს ციხეები, მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები ის ადგილებია, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებებს უნგრელი ჟურნალისტები მკითხველებს გაუზიარებენ. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს.

მეტის ნახვა