აჭარის საიმიჯო რგოლები დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, მთავარ მონიტორებზე ტრიალებს

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, საიმიჯო რგოლები დუბაის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელებისა და დარბაზების მთავარ მონიტორებზე ტრიალებს. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი წლის განმავლობაში 29 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო კომპანია Lixin Group აფინანსებს, რომელიც ბათუმის დინამოს მთავარი სპონსორია. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბათუმში კვირაში 20 პირდაპირი რეისი ხორციელდება.

მეტის ნახვა