აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ბარსელონაში გამოფენაზე ეცნობიან

ტურიზმი

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან.

IBTM World-ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ.

უწყების ცნობით, ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.

მეტის ნახვა