"გვაქვს საშუალება 2019 წლის დინამიკას დავუბრუნდეთ" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

„გვაქვს საშუალება 2019 წლის დინამიკას დავუბრუნდეთ - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორთა ნაკადის 50 პროცენტი აღდგენილია.

მისივე ცნობით, აეროპორტში ავიარეისების სხვადასხვა მიმართულებით, 30 პროცენტიანი მატებაა, რაც რეგიონის ტურისტულ მაჩვენებლებს, ბალტიისპირეთის მიმართულებით, კიდევ უფრო გაამყარებს. რიჟვაძემ, შესაბამის სამსახურებს დაავალა, უახლოესი სამი კვირის ვადაში გატარდეს საჭირო ღონისძიებები, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სერვისების ნაწილში, რათა აჭარა ტურისტებს მომზადებული დახვდეს.

მეტის ნახვა