თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ რეჟისორს, სულს ვუბერავთ, რომ ჯანმრთელად იყვნენ

კარგი იქნება, თუ სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, სპორტის უნივერსიტეტი და ასევე, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი იმიტომ რომ ფულის სჭირდებათ, რაც შეიძლება მეტ დაფინანსების მომტან სტუდენტს კი არ მოიყვანენ, არამედ მოიყვანენ იმ ადამიანებს უფასოდ ან ფასით, რომლებიც სჭირდება, ქართულ კულტურას და სჭირდება ბაზარს.

ამაში არაფერია სამარცხვინო. დღეს, მაგალითად, ქართულ თეატრს არ ჰყავს სცენის გამნათებელი. დღეს ქართული თეატრები შეჰყურებენ ორ-სამ ღვაწლმოსილ უკვე ხანდაზმულ რეჟისორს და სულ ვუბერავთ მთელი ქვეყანა, რომ ისინი ჯანმრთელად იყვნენ და იქნებიან კიდევ ბევრი წელი.

მაგრამ რეჟისურა და თუნდაც კონსერვატორიის მიმართულებით ვოკალისტის ჩამოყალიბებას უნდა ძალიან დიდი თანხები და ეს თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, უნდა მოხმარდეს პროფესიონალების ჩამოყალიბებას და არა იმას, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გამოვუშვათ ბაზარზე, რომელიც შემდეგ უბედურია იმიტომ, რომ არც კარიერა აქვს და არც სამუშაო ადგილი.

3 დეკ. 2021

თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი

ნახე მეტი