ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

გასულ წელს პროკურატურამ სისხლის სმაართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო

15, მაისი 2019 17:24:00

გასულ წელს პროკურატურამ სისხლის სმაართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო. მათ შორის, ამ პერიოდში თანამდებობას 117 მოხელე იკავებდა. მონაცემები პარლამეტის მიერ წარდგენილ ანგარიშშია ასახული. დოკუმენტის მიხედვით, 84 პირი შს სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია; 70 -ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იყო;  14 - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ა.შ. დევნა ძირითადად - ძალადობის, ოჯახში ძალადობის, თაღლითობის, სამსახურეობრივი გულგრილობის, ქრთამის აღების და სხვა მუხლებით იყო აღძრული. ცნობისთვის, საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა. ამას ახალი რეგლამენტი ავალდებულებს.

 

 

ავტორი(ები)

210

დღის ამბები