23, მაისი 2019 21:06:00
სექსუალური შევიწროება თუ მიზანმიმართული კამპანია? უნივერსიტეტის ლექტორის მისამართით გავრცელებულ სკანდალურ ბრალდებას თავად ადრესატი ეხმაურება. ბათუმის საკრებულოს მაღალჩინოსანი, რომელიც სტუდენტისგან თამამ სელფებს ითხოვდა, თავს იმართლებს. დეტალებით ახლა სულხან მესხიძე შემოგვიერდება , სულხან რა განაცხადა ომარ მახარაძემ? და რა პოზიცია აქვთ თანაგუნდელებს?
ბრალდების მთავარმა ფიგურანტმა სკანდალის შემდეგ პირველი კომენტარი „TV 25”-თან გააკეთა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ომარ მახარაძის მტკიცებით, სტუდენტის მოსაზრებები აბსურდია და რეალურად გოგონას მისი ტელეფონიდან შეტყობინებებს სხვა აგზავნიდა. ლექტორს ვკითხეთ, როგორ მოხვდა, მისი კუთვნილი მობილური სხვის ხელში, რაზეც განაცხადა, რომ პროგრამა, ანუ ე.წ „აიქლაუდი“, გაუტეხეს. იგი პროცესის უკან კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხედავს და მათ შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოს მიაწვდის. ომარ მახარაძე მზადაა სამართალდამცველების და მედიის კითხვებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უპასუხოს.
სტუდენტის ბრალდების საფუძველზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილმა დისციპლინურმა კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. შვიდ კაციანი კომისია ამ დროისათვის არსებული მტკიცებულებებს გაეცნო და შემდეგი შეხვედრაც ჩაინიშნეს, სადაც ლექტორის და სტუდენტის მოსაზრებებს მოისნენენ. ირკვევა, რომ საქმეში შეტყობინებების გარდა, ფოტო მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, კადრები ინტიმური ხასიათისაა.
სტუდენთა მხარდასაჭერად დღეს ოპოზციური პარტიის ქალთა ორგანიზაცია გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ფაქტზე დროულ რეაგირებას და შესაძლო დამნაშავის სათანადოდ დასჯას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ქალთა შევიწროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო, დანაშაულის წახალისება ხდება.
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიას თქმით, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო
მტკიცებულება მოიპოვებენ, ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი დადგება.
შეგახსენებთ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალური შევიწროების მცდელობაში დაადანაშაულა. გოგონას მტკიცებით, პედაგოგი, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანია თამამი ფოტოების გაგზავნას თხოვდა. გამოძიების პარალელურად მსგავს ფაქტებს სახალხო დამცველი აპარატი სწავლობს, თუმცა საკითხის შეფასება ორგანიზაციის ბათუმის ფილიალში არ კეთდება. აქ მიაჩნიათ, რომ მედიისთვის ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვთ.