04, აგვისტო 2019 12:50:00
ბეშუმში, სახალხო დღესასწაულის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა ბანერი გამოფინეს წარწერით "გახარია წადი". ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ამ ფორმით ითხოვენ და პრემიერ მინისტრის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
შეგახსენებთ, ბეშუმში, სახალხო დღესასწაული "შუამთობა" იმართება, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.
ფოტო: მიშა ბოლქვაძე