ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

საქართველოს სახალხო არტისტი ნინო საკანდელიძე იუბილარია

08, აგვისტო 2019 20:02:00

მსახიობი 1930 წლის 8 აგვისტოს დაიბადა, მან1955 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

 

ნინო საკანდელიძე 1955 წლიდან ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. იგი იუსუფ კობალაძის, მემედ აბაშიძისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია. მსახიობს ბათუმის საპატიო მოქალაქის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

მნიშვნელოვანი როლები:

ოფელია, დეზდემონა, მარია (ჰამლეტი, ოტელო, მეთორმეტე ღამე), მირანდოლინა (სასტუმროს დიასახლისი), გვრისტინე (კოლმეურნისქორწინება), ხათუნა (ჯარისკაცისქვრივი), ლელა (ზვავი), ფიფქია (ფიფქიადაშვიდიჯუჯა), ლელა (ალუდაქეთელაური), გულნაზი (გადარჩენილიუკვდავება), ნუნუ, მაყვალა (მამისმკვლელი, მოძღვარი), ვარვარა (ეგორბულიჩოვიდასხვები), ემილი (ესპანელები), იზოლდა, ელენე (გზაჯვარედინთან, თავისუფლება), კაზაჩკა (კიკვიძე), ინფანტა (სიდი), მწყემსიქალი (განდეგილი), ფოფოდია (გუშინდელნი), ალა (საღამოდანშუადღემდე), თალიკო (კოლხეთისცისკარი), ნილასნოშკო (მედაფდაფე), მარიკაჩოდრიშვილი (ხიდი), მარიამი (შენსკენსავალიგზები), ნინელი (ექვსიშინაბერადაერთიმამაკაცი) დასხვა.

გადაღებულია ფილმებში: „ზღვის შვილები"; „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ"; „თეთრი ქვები".


ჯილდოები:

  • 1961 წელი - აჭარის დამსახურებული არტისტი;
  • 1976 წელი - საქართველოს დამსახურებული არტისტი;
  • 1987 წელი - საქართველოს სახალხო არტისტი;
  • 2003 წელი - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია;
  • 2008 წელი - იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია;
  • 2010 წელი - გაიხსნა ნინო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი;
  • 2018 წელი – ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია;
  • 2010 წელი - ბათუმის საპატიო მოქალაქე;
  • 1967, 1969, 1987 წლების მოწვევის ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი;
  • 2018 წელი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება – ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.
  • 2018 წელი - ქ.ბათუმის მერია - ჯილდო "დიდასკალოსი"
  • 2004 წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი.


დღის ამბები