12, აგვისტო 2019 01:09:00
ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ბაირამის შესაწირის გარეშე დატოვეს - ამის შესახებ მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი სამუფთო სამმართველოს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს წელს ყურბნის ხორცი არ მიუტანეს.
"იცით ჩემო ძვირფასებო, მიუჩვეველს არ მიაკლოო? ამაზე მართალი ნათქვამი არაა, გული მწყდება მოხუცების და პატარების დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გავეცი, რატო აღარ შემოიტანეს ყურბნის ხორციო??? ექვსი წელი ყველა ოჯახის ტაფაში ხორცი იხრაკებოდა, ყველა ოჯახიდან ხორცის სუნი ტრიალებდა, ყველა ბედნიერები იყვნენ, ვინც ეს რიზღი შეუწყვიტა ათასობით პატარას ოჯახს გამჩენმა ღმერთმა იმ ადამიანის ხორცი ყვავებს აკორტნიოს. ვიცი ცოდვაა დაწყევლა მაგრამ ის არაა ცოდვა,ზოგს როგორ გულით ხორცი უნდოდა და ამ ცოდვაში ფეხი ჩადგეს??გული რატო მწყდება იცით?? თურქი ბიზმესმენის ფული დაენანათ ღმერთმა გადაუხადოს სამაგიერო ამ დასახლებების არასწორად მოქცევაში. ღმერთს არ ეჩქარება, ყველა დაისჯება და ამის მოწმე გავხდებით. რა გეგონათ მარხვის პროდუქტიც არავისთვის მოგიტანიათ და ხელი შეგვეშალა მარხვაში,პირიქით ჩვენი რწმენა ძალას გვმატებს ეს კარგად დაიმახსოვრეთ,ერთს ვიტყვი დადგება დრო, როცა გნახავთ სასოწარკვეთილს სამივე დასახლება მოგელანდებათ, არავის ვპატიობთ აგდებას ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ფულებზე დახარბებულო და სარწმუნოების უკან ამოფარებულო ზოგიერთ ეშმაკისეულებო. დადგება თქვენი დროც " - წერს ოცნების ქალაქის ლიდერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მუსლიმები დღეს ყურბან ბაირამს ზეიმობენ. დღესასწაულს მორწმუნეები ორჯერ აღნიშნავენ. პირველად მძიმე მარხვის დასრულების დღეს, ხოლო მეორედ მარხვის დასრულებიდან 70 დღის შემდეგ, როცა შესაწირს კლავენ.