შაბათი 21, სექტემბერი 2019

ვანდალიზმი ბათუმში - ლონდონის სკვერში სატელეფონო ჯიხური დააზიანეს

26, აგვისტო 2019 19:45:00

ვანდალიზმის ფაქტი ბათუმში. უცნობმა პირებმა ლონდონის სკვერში სატელეფონო ჯიხური დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინები, ყურმილი კი მოგლეჯილია. ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერის არ არის დამაგრებული, შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება რთულია. 

ეს ჯიხურის დაზიანების უკვე მეხუთე შემთხვევაა, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ კაბინა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ შეაკეთეს.

ცნობისთვის, ლონდონის სკვერში სატელეფონო ჯიხური 2014 წელს დაიდგა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს საჩუქარია.

ფოტოები: ირაკლი ვაჩიბერაძე

 


დღის ამბები