06, სექტემბერი 2019 21:31:00
ამ წუთებში ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სპეც-ოპერაციის შედეგად დაკავებულია ორი მოქალაქე, ისინი ცეცხლასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა გამოყენებას გულისხმობს.