07, ოქტომბერი 2019 16:45:00
ბათუმის და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა. ორივე გუნდმა თითო გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ანგარიში ბათუმმა გახსნა, შემდეგ კი ჩვენს კარში გოლი 82-ე წუთზე გავიდა. ანგარიში თბილისის დინამოს თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გაათანაბრა. მატჩის დაწყებამდე, აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ კლუბი უკვე ოფიციალურად მართვაში შპს „ლამინი ჯგუფს“ გადასცა და შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.