18, ოქტომბერი 2019 15:55:00
ქობულეთში, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ნაეკლესიარის გალავანი, განხორციელდა სამარხების კონსერვაცია. ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი დაიხარჯა.სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოინახულეს. ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული.