21, ოქტომბერი 2019 10:59:00
ათენის გარეუბანში ქართული ეროვნების წარმომადგენლები 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. უცხოურ მედიის ცნობით, ისინი სახლში ფულს ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს, რის შემდეგაც კაცი აწამეს.
დაზარალებული მიღებულ დაზიანებებზე საუბრობს და ამბობს,რომ დამნაშავეები სახლში ადრევე შევიდნენ, თუმცა ფული ვერ იპოვნეს და გადაწყვიტეს სახლის პატრონს დალოდებოდნენ. მისივე თქმით, დამნაშავეები ქართველები იყვნენ. მათ სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაიღეს.
წყარო: პრაიმტაიმი