21, ოქტომბერი 2019 17:20:00
„რუსთავი 2“-არხის 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. განცხადება ტელეკომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაში ადვოკატმა გააკეთა. „ნაადრევია, რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებზე - „რუსთავი 2“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და ყადაღის გამო ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ვხედავ“- თქვა პაატა სალიამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო. წილის დაბრუნების მოთხოვნით, დვალმა, აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.