22, ოქტომბერი 2019 17:25:00
TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა საგამოძიებო ორგანო დატოვა. სულხან მესხიძე აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამომძიებლებს განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია. სულხან მესხიძის თქმით, ოჯახის წევრს ემუქრებიან, რაზეც იგი სამართალდამცველებისგან დაუყონლებლის რეაგირებას ითხოვს. საქმე, ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს ეხება, რომელიც „მაცნეში“ გასული სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა. მესხიძეს ეჭვობს, რომ გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტრო შედეგის დადებით დაინტერესებული არ არის.