24, ოქტომბერი 2019 16:55:00
„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. კომისიამ 153 გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის პირველი საფეხურის 138 და მეორე საფეხურის 15 სტუდენტი. დაფინანსებულ ახალგაზრდებს შორის არიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის , საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში რამდენიმე კატეგორიას აფინანსებს. მათ შორის სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, დედით ან მამით ობოლს და სოციალურად დაუცველს.