01, ნოემბერი 2019 21:46:00
ტური „TV 25“-ში. მაუწყებელს წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდები ტელევიზიის მუშაობის, ასევე, ახალი ამბების დაგეგმვისა და გადაღების პრინციპებს გაეცნენ. მოზარდებს კითხვები ჰქონდათ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის, ჟურნალისტური ეთიკისა და დაბალანებული მედიაკონტენტის მიმართულებით. ცნობისთვის, TV 25 ტურს სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სთავაზობს. მაუწყებელში ვიზიტისას შესაძლებლობა გექნებათ, დაათვალიეროთ სივრცე, სადაც თქვენთვის ცნობილი გადაცემები კეთდება.