12, ნოემბერი 2019 18:14:00
რამდენად კარგი წვდომა აქვს საწარმოებს ინტერნტთან? ამ კითხვას გასცა პასუხი საქსტატმა იმ გამოკვლევით, რომელი 2018 წლის მონაცემებს ასახავს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა 93 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ოპტიკურბოჭკოვანი და საკაბელო ტექნოლოგიები. ობიექტთა ნაწილი იყენებდა მობილურ სატელეფონო კავშირებს. დასაქმებულები ყველაზე ხშირად სარგებლობდნენ სოციალური მედიის ისეთი სახეებით, როგორიცაა Facebook და Linkedin – 25.8 პროცენტი, ხოლო 63,4 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას.