14, ნოემბერი 2019 09:53:00
თბილისში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.