14, ნოემბერი 2019 17:33:00
პარლამეტში კანონპროექტის დამტკიცების პროცესი დღეს ხმაურის ფონზე დაიწყო. იმისთვის, რომ ცვლილებები მიღებულიყო, მხარი კენჭისყრაზე 113 დეპუტატს უნდა დაეჭირა, თუმცა რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც საკითხი ჩავარდა. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0%-იანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.