05, დეკემბერი 2019 18:11:00
სამშენებლო მასალების, მე-9 საერთაშორისო, გამოფენა ბათუმში. „ბათუმი ექსპოზე“ წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული ტექნოლოგიები, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. ღონისძიებაში ექვსი ქვეყნის 80-მდე კომპანია ღებულობს მონაწილეობას. ესენია: ირანი, თურქეთი, აზერბაიჟანი, საქართველო, ჰოლანდია და გერმანია. გამოფენა ხვალ იხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.