11, დეკემბერი 2019 17:27:00
ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, -ასე გამოეხმაურასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა ქართული ენისა და კულტურის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. „მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა