20, დეკემბერი 2019 09:33:00
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნეიროქირურგის, არჩილ ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯვარშეიშვილის თქმით, შესაძლოა, გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს.
კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.