26, დეკემბერი 2019 23:14:00
„არა ონლაინ კაზინოებს“ - ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა აქცია გამართა. აქტივისტებმა წარწერა მედეას ძეგლზე გააკრეს და ქვეყანაში ონლაინ კაზინოებისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესებასთან ერთად, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ონლაინ კაზინოებში არასრულწლოვნების დარეგისტრირების შემთხვევები გაიზარდა.