17, იანვარი 2020 21:03:00
კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა გონიოში. მატათა მოციქულის ქუჩაზე მცხოვრებლები ციხის მიმდებარედ მიმდინარე სანიაღვრე არხის გაყვანის სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, უამინდობისას ქუჩა იტბორება და გადაადგილება შეუძლებელია. ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს ისეთ მომენტსაც, როდესაც ტერიტორიაზე ნავით გადაადგილდებოდა.
გონიოში, მატათა მოციქულის ქუჩაზე მცხოვრებლები ციხის მიმდებარედ მიმდინარე სანიაღვრე არხის გაყვანის სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, უამინდობისას ქუჩა იტბორება და გადაადგილება შეუძლებელია. ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს ისეთ მომენტსაც, როდესაც ტერიტორიაზე ნავით გადაადგილდებოდა.
როგორც ანზორ უსტიაშვილი გვიყვება, მათ ეს პრობლემა 4 წელია აწუხებთ. ტერიტორია, ყოველი გაწვიმებისას წყლით იფარება და გადაადგილება შეუძლებელია.
ბოგდან დავითაძე იმ მომენტს იხსენებს, როდესაც დატბორილ ტერიატორიაზე ნავით გადაადგილდებოდა.
ვიდრე ჩვენ ადგილობრივების პრობლემებს ვისმნდით, დაურეკეს ბათუმის მერის წარმომადგენელს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვითარება მისთვის ახალი არ იყო, თუმცა პრობლემების საპირწონედ მხოლოდ დაპირება გასცა, რომ მისიწქვეშა კომუნიკაცია მოწესრიგდება, თუმცა როდის, ვადები არ დაუკონკრეტებია.
შ.პ.ს. „ბათუმის წყალში“ სიტყვიერად განმარტეს, რომ მათ სანიაღვრე არხი მხოლოდ გონიოს ციხის მიმდებარედ გაჰყავთ, ხოლო მატათა მოციქულის ქუჩაზე არსებული პრობლემის მოგვარება ბათუმის მერიას ევალება.